Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ხელისუფლებამ დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო


პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა წუხელ ჩატარებული რეიდის შედეგად დაახლოებით 100 ტონა ბომბების დასამზადებელი ნივთიერება ამოიღეს და 10 პირი შეიპყრეს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ კვეტაში. უშიშროების უწყების წარმომადგენლები ინფორმაციით, ნივთიერება მსგავსია იმისა, რომლითაც აღნიშნულ ქალაქში წლის დასაწყისში მოხდა ორი აფეთქება, რასაც 200 კაცი შეეწირა. პოლიციის რეიდამდე კვეტაში დაპატიმრეს ორი პირი, რომლებსაც სატვირთო ავტომანქანით 15 ტონა კალიუმის ქლორიდი გადაჰქონდათ. სწორედ ამ დაპატიმრებულმა პირებმა მიაწოდეს ინფორმაცია პოლიციას, ასაფეთქებელი ნივთიერების, იარაღის და ტყვია-წამლის საცავის შესახებ. კვეტა ბელუჯისტანის დედაქალაქია, რომელიც აკლებული აქვს თალიბების იერიშებსა და რელიგიურ ძალადობას.
XS
SM
MD
LG