Accessibility links

ამერიკელი ჯარისკაცის სასამართლო პროცესზე დაზარალებული ავღანელები დაიკითხნენ


ამერიკელი ჯარისკაცის, მასობრივ მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ბეილსის სასამართლო პროცესზე ავღანელი დაზარალებულები დაიკითხნენ. რობერტ ბეილსმა უკვე სცნო თავი დამნაშავედ 16 სამოქალაქო პირის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების დახოცვაში. ტრაგიკული ინცინდენტი 2012 წლის მარტში ყანდაარის პროვინციის ორ სოფელში მოხდა. სამხედრო სასამართლო ვაშინგტონის შტატში მსჯელობს იმაზე, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯოს განსასჯელს, თუ მისცეს შესაძლებლობა დატოვოს ციხე 20 წლიანი პატიმრობის შემდეგ. სასამართლო პროცესზე ჩვენება შვიდმა ავღანელმა მისცა. ოთხი შეტაკების დროს დაიჭრა. დანარჩენი სამი კი დაღუპულებისა და დაჭრილები ნათესავები არიან.
XS
SM
MD
LG