Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს


სირიის მთავრობა უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, რომელშიც ასადის რეჟიმის მიერ დამასკის გარეუბანში მეამბოხეთა პოზიციებზე იერიშის დროს ქიმიური იარაღის გამოყენებაზეა საუბარი. სირიის სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, რომ სრული სიყალბეა ცნობები, თითქოს სამთავრობო ჯარებმა ოთხშაბათ დილით მომწამვლელი აირით დატენილი რაკეტები დაუშინეს მეამბოხეებს. სირიის ეროვნული კოალიციის სპეციალურმა წარმომადგენლმა ხალედ სალეჰმა როიტერსთან საუბარში ღიად დაადანაშაულა ხელისუფლება ქიმიური იარაღში გამოყენებაში. „ჩვენთვის სრულიად აშკარაა, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს და ეს განხორციელდა ბალისტიკური რაკეტების საშუალებით. მხოლოდ სირიის რეჟიმს აქვს შესაძლებლობა და მზადყოფნა გამოიყენოს იარაღი უდანაშაულო სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ.“ ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია, რომელიც ქიმიური იარაღის მასიური გამოყენების შედეგად ათობით სამოქალაქო პირის დაღუპვაზე საუბრობს, გაეროს ინსპექტორებს მოუწოდებს, რათა კვირას ჩავიდნენ დამასკში და გამოიძიონ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები. სირიის სახელმწიფო ტელევიზია კი ოპოზიციას ბრალს დებს იმაში, რომ სურთ გაეროს ინსპექტორები მოწყვიტონ იმ მისიის შესრულებას, რომელიც შესაძლოა სულ მცირე ორ კვირას გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG