Accessibility links

საზმაუწყებელი გამოდის მოწოდებით, თავი აარიდონ პოლიტიკური მიზნებისთვის მაუწყებლის გამოყენებას


საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს და სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, თავი აარიდონ პოლიტიკური მიზნებისთვის მაუწყებლის გამოყენებას. მოწოდება მოჰყვა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ აგვისტოს ომის შესახებ მისი ინტერვიუ პირველმა არხმა უხეშად დაამონტაჟა და ამოიღო ყველა ის ეპიზოდი, რომელსაც შესაძლოა, მედვედევისა და პუტინის წყენა გამოეწვია. საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის პრესსამსახურთან მოლაპარაკებით ჟურნალისტს ინტერვიუსთვის მიეცა 15 წუთი, თუმცა საბოლოოდ ეთერში გასულმა მასალამ 25 წუთით გადააჭარბა წინასწარ დადგენილ ქრონომეტრაჟს და, შესაბამისად, ინტერვიუში მოხვდა ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი ასპექტი. საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებითვე, ეთერში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გასვლის დროს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" არცერთი პუნქტი არ დარღვეულა.
XS
SM
MD
LG