Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი ინფორმაციის მიღმაა დარჩენილი მიუხედავად მთავრობის ძალისხმევისა ევროპელ პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მაია ფანჯიკიძის ეს კომენტარი მოჰყვა გუნარ ჰოკმარკის მიერ Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მუქარის, შევიწროებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრებისთვის იყენებს სამართლებრივ ინსტიტუციებს და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. მაია ფანჯიკიძემ თვალში საცემი უწოდა იმას, რომ გუნარ ჰოკმარკი წინა არჩევნებს უწოდებს დემოკრატიის ტესტის ჩაბარებას და ახალი ხელისუფლების მიერ ოპიოზიციის დევნაზე საუბრობს. ”ეს მაფიქრებინებს, რომ შარშანდელი არჩევნების წინ და მთელი ერთწლიანი კამპანიისას მას არ ჰქონია ინფორმაცია, თუ როგორ იდევნებოდა საქართველოში ოპოზიცია, რამდენი ადამიანი დაიჭირეს, რამდენმა დაკარგა სამსახური და ბიზნესი და რა მდგომარეობაში იყვნენ მედია, სასამართლო და პროკურატურა” - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაია ფანჯიკიძის თქმით, თუ ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ შარშან ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნებამდე დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, მაშინ საუბარი სხვადასხვა საკითხზე ყოფილა და ასეთ შეფასებებს ვერაფერს დაუპირისპირებს.
XS
SM
MD
LG