Accessibility links

logo-print

ანგელა მერკელმა დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის მემორიალი მოინახულა


ანგელა მერკელი გახდა პირველი კანცლერი გერმანიის ისტორიაში, რომელმაც ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი დახაუ მოინახულა. საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილმა პატიმარმა, 93 წლის მაქს მანჰაიმერმა ანგელა მერკელს სიტყვით გამოსვლა სთხოვა. თავის სიტყვაში ანგელა მერკელმა ღრმა მწუხარება და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საკონცენტრაციო ბანაკში მოკლულ იქნა ათობით ათასი ებრაელი, ბოშა და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი. ამავე დროს ანგელა მერკელის ოპონენტებმა კანცლერი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან, მათი აზრით, სამგლოვიარო ღონისძიება წინასაარჩევნო კამპანიად გადააქცია. საყოველთაო არჩევნები გერმანიაში ერთ თვეში გაიმართება.
XS
SM
MD
LG