Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილელი მღვდელი პედოფილიაში დამნაშავედ ცნეს


ჩილელი მღვდელი დამნაშავედ ცნეს სექსუალურ ძალადობაში 14-დან 16 წლამდე ასაკის ოთხი ბავშვის მიმართ. პროკურორის სიტყვებით, 53 წლის როგელ პინუერმა დანაშაული ჩაიდინა 2006-2011 წლებში, როდესაც ის ქალაქ თემუკოში არასრულწლოვანთა კოლონიაში ადმინისტრატორად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მღვდელი არასრულწლოვნებს ფულსა და ალკოჰოლს სთავაზობდა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მასთან სექსუალურ კავშირს დაამყარებდნენ. სასამართლო სხდომის დროს პროკურორმა დაადანაშულა რომის კათოლიკური ეკლესიაც, რადგან, მისი სიტყვებით, მან არანაირი დახმარება არ გასწია საქმის გამოძიების პროცესში. ყოფილ მღვდელს 15 წლამდე თვისუფლების აღკვეთა ელის. განაჩენი კვირას გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG