Accessibility links

პრეზინდეტის ადმინისტრაცია პირობითი მსჯავრის მოხსნის თაობაზე მოქალაქეებს მიმართავს


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველა იმ მოქალაქეს მიმართავს, ვინც პირობითი მსჯავრის მოხსნის თობაზე ქვეყნის პირველ პირს შეწყალებას სთხოვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კონკრეტული სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ვალდებულია: დაემორჩილოს სასჯელის მოხდის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები, ასევე პრობაციის ეროვნული სააგენტოს, პრობაციის ოფიცრისა და სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, იმ პირებს, რომლებმაც ჩადენილი დანაშაულისათვის უკვე მოიხადეს სასჯელი, ნასამართლეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოეხსნებათ. "უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ათიათასობით წევრს, რომელმაც ჩადენილი დანაშაულისათვის უკვე მოიხადა სასჯელი, მოეხსნას ნასამართლეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა და მიეცეს შანსი, რომ საზოგადოების სრულფასოვან წევრად გააგრძელოს ცხოვრება.
XS
SM
MD
LG