Accessibility links

ყოფილი პატიმარი გვანცა ყუფარაძე ნასამართლეობის მოხსნაზე უარს ამბობს


ყოფილი პატიმარი გვანცა ყუფარაძე ნასამართლეობის მოხსნაზე უარს აცხადებს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, 9 წლის განმავლობაში ადამიანებს ბრალს სდებდნენ, ასამართლებდნენ, სასჯელს უფარდებდნენ და მხოლოდ ამ ეტაპების გავლის შემდეგ იწყებოდა კონკრეტული პირის რეალური ბრალეულობის ალბათობაზე მსჯელობა. "მე უარს ვამბობ სასჯელისა და ნასამართლეობის მოხსნაზე. თქვენთვის არაფერს ნიშნავდა ჩემი ათეულობით განაცხადი, იურიდიული მიმართვები - სამართლებრივი შეფასებები: ადვოკატთა, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მხრიდან. თქვენთვის არაფერს ნიშნავდა თქვენს სისტემურ იდეოლოგიას შეწირული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. დღეს კი, რასაც სჩადიხართ - პრიმიტიული მარაზმია. პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკოსს, არასდროს გაპატიებთ იმას, რაც საქართველოს, ქართველ ხალხს გაუკეთეთ", – აღნიშნულია მიმართვაში. გვანცა ყუფარაძე 2006 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა "უმიზეზოდ, დანით, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით" თანაკლასელისთვის 33 ჭრილობის მიყენება. გვანცა ყუფარაძე ციხიდან ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2011 წლის 11 ნოემბერს გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG