Accessibility links

logo-print

აკაკი ასათიანი სახლიდან გამოასახლეს


"ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველი აკაკი ასათიანი გუშინ სახლიდან გამოასახლეს. აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. ამ ინფორმაციით, აკაკი ასათიანს სულთანიშვილის ქუჩაზე საკუთარი 4-სართულიანი სახლი ბანკმა ჩამოართვა. პარალელურად, გუშინ დღის განმავლობაში, ასათიანის სახლთან შეკრებილი იყვნენ კერძო იპოთეკარები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დაზარალებულები არიან და მათ სხვადასხვა დროს ასათიანს თანხები ასესხეს, რის დაბრუნებასაც წლებია უშედეგოდ ელიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აკაკი ასათიანს კომენტარი არ გაუკეთება.
XS
SM
MD
LG