Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე დღეა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მსჯავრდებულის სტატუსის გაუქმების მსურველთა რიგი დგას


მეორე დღეა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან რიგია იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აქტით ნასამართლევის ან პირობით მსჯავრდებულის სტატუსის გაუქმება სურთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემდეგ დღეს შეწყალების კომისიის მდივანმა ნინო კალანდაძემ მოუწოდა პირობით მსჯავრდებულ პირებს, რომ შეწყალების ინდივიდუალური აქტების ოფიციალურად გამოცემამდე პრობაციის სააგენტოს მიერ დადგენილ წესებს დაემორჩილონ. მიხეილ სააკაშვილმა 19 აგვისტოს განაცხადა, რომ შესაბამისი მიმართვის შემთხვევაში მზად არის ნასამართლევ ან პირობით მსჯავრდებულ პირებს სტატუსი მოუხსნას შეწყალების აქტით, რომელიც მხოლოდ მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულებს არ შეეხება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორიაზე გაიხსნა სპეციალური პუნქტი, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლები მოქალაქეებს განცხადებების შედგენასა და მიღებაში ეხმარებიან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეწყალების აქტით სარგებლობის სურვილი 2 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.
XS
SM
MD
LG