Accessibility links

logo-print

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტაჯიკი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დოდოჯონ ატუვულოევი არ დაუკავებია


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტაჯიკი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დოდოჯონ ატუვულოევი არ დაუკავებია. სააგენტო ინტერპრესნიუსს სამინისტროში დღეს განუმარტეს, რომ ატუვულოევი 20 აგვისტოს თბილისის აეროპორტში შეაჩერეს, რადგან ინტერპოლის მიერ ძებნილია, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით სარგებლობს და იმავე დღეს მიუნხენში გაემგზავრა. სამშაბათს საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სწრაფად გაეთავისუფლებინა ცნობილი ტაჯიკი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომელიც პრეზიდენტ რაჰმონისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ არაერთი კრიტიკული სტატიის ავტორია. თავად ატოვულოევმა რადიო თავისუფლებას 20 აგვისტოს განუცხადა, რომ ტაჯიკეთის ხელისუფლება მის გადაცემას ტერორიზმის და რელიგიური ექსტრემიზმის ბრალდებით მოითხოვს.
XS
SM
MD
LG