Accessibility links

logo-print

დევნილები კანალიზაციის ქსელის მოწესრიგებას ითხოვენ


ვაზისუბნის მე-2ა მიკრორაიონში, ყოფილ 165-ე საბავშვო ბაღში შესახლებული დევნილები კანალიზაციის ქსელის გაუმართაობას უჩივიან. ამ პრობლემის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში მათ წყლის გადაკეტვაც მოუხდათ. შენობის ეზო დღემდე დატბორილია. ისანი-სამგორის რაიონის გამგებელი თორნიკე ხუციშვილი ამბობს, რომ კანალიზაციის ქსელი ცენტრალურ კოლექტორთან მიერთებული არ არის. გამგეობა ამ პრობლემაზე „წყალკანალთან“ ერთად მუშაობს. თორნიკე ხუციშვილის თქმით, პრობლემის მოგვარებას სავარაუდოდ წლის განმავლობაში შეძლებენ.

XS
SM
MD
LG