Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი ოპოზიციონერები: ქიმიური იარაღით თავდასხმამ 1300 ადამიანი შეიწირა


სირიის წამყვანი ოპოზიციური ჯგუფის, სირიის ეროვნული კოალიციის ცნობით, მთავრობის ჯარებმა 1300-მდე ადამიანი დახოცეს დამასკის გარეუბანში ქიმიური იარაღით თავდასხმისას. ეროვნულმა კოალიციამ დღეს სტამბოლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოთქვა შეფასება, რომ ქიმიური იარაღით თავდასხმა, რომელიც ოთხშაბათს დილით მოეწყო, „შემობრუნების წერტილია“ სამოქალაქო ომში. სირიის მთავრობა და სამხედროები უარყოფენ ბრალდებას, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს მოწინააღმდეგის პოზიციებზე ოთხშაბათს განხორციელებული იერიშისას. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოფილმებში ასახულია გვამები, რომლებსაც ძალადობის კვალი არ ეტყობათ. ევროკავშირმა „ყოვლად მიუღებელი“ უწოდა ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას და ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვა.
XS
SM
MD
LG