Accessibility links

აშშ: გაეროს უნდა მიეცეს სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმის ადგილის შემოწმების საშუალება


აშშ მოითხოვს, რომ გაეროს ექსპერტებს დაუყოვნებლივ მიეცეთ შესაძლებლობა, შეამოწმონ ადგილი, სადაც, სირიელი ოპოზიციონერების თქმით, მთავრობის ჯარებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. სირიის წამყვანმა ოპოზიციურმა ჯგუფმა ოთხშაბათს დაადანაშაულა მთავრობა დამასკთან, ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, 1300-მდე ადამიანის დახოცვაში. მთავრობა უარყოფს ამ ბრალდებას. გაეროს ექსპერტები უკვე იმყოფებიან სირიაში, ქიმიური იარაღით თავდასხმების წინა ბრალდებების გამოსაძიებლად. ამ ბრალდებებით ორივე დაპირისპირებული მხარე გამოდის კონფლიქტში, რომელიც სირიაში 29 თვეა, გრძელდება. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ირნესტმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს ქიმიურ იარაღზე ცნობების გამო და ოფიციალურად მოითხოვს, რომ გაერომ სასწრაფოდ დაიწყოს ბრალდებების გამოძიება.
XS
SM
MD
LG