Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების სწრაფად გამოძიებას ითხოვს


გაეროს უშიშროების საბჭომ 21 აგვისტოს სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების საკითხზე საგანგებო დახურული სხდომა გამართა. საბჭომ მხარი დაუჭირა მომხდარზე „მიუკერძოებელი და სწრაფი“ გამოძიების ჩატარებას, თუმცა არ დაუზუსტებია უნდა გამოიძიონ, თუ არა ეს შემთხვევა გაეროს ექსპერტებმა, რომლებიც სირიაში იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან გაეროს მიერ მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას. სირიის წამყვანი ოპოზიციური ჯგუფის, სირიის ეროვნული კოალიციის ცნობით, მთავრობის ჯარებმა 1300-მდე ადამიანი დახოცეს დამასკის გარეუბანში ქიმიური იარაღით თავდასხმისას. სირიის მთავრობა და სამხედროები უარყოფენ ბრალდებას, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს მოწინააღმდეგის პოზიციებზე ოთხშაბათს განხორციელებული იერიშისას.
XS
SM
MD
LG