Accessibility links

ევროსაბჭო ბრიტანეთის ხელისუფლებას განმარტებას სთხოვს


ევროსაბჭო ბრიტანეთისგან მოითხოვს განმარტებას, თუ რატომ გადაწყვიტა მან "გარდიანის" კომპიუტერული ტექნიკის განადგურება და ამ გაზეთის ჟურნალისტის პარტნიორის დაკავება. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მოქმედება შესაძლოა „პოტენციურად იქცეს ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავად“. ტორბიორნ იაგლანდის წერილი გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ გაზეთ „გარდიანის“ კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკის განადგურება მოითხოვა. ამის მიზეზი კი „გარდიანის“ მიერ ედვარდ სნოუდენის მიერ აშშ-ის თვალთვალის პროგრამის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის გამოქვეყნებაა.
XS
SM
MD
LG