Accessibility links

სირიის ჯარებმა დაბომბეს ადგილი, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული


სირიის მთავრობის ჯარები იერიშს ახორციელებენ დამასკის გარეუბანზე, რომელშიც, ოპოზიციური ჯგუფების ცნობით, მთავრობამ ოთხშაბათს ქიმიური იარაღი გამოიყენა. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, ხუთშაბათს განახლდა სარაკეტო იერიში დამასკის აღმოსავლეთით. ქიმიური იარაღით თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი, ოპოზიციონერი აქტივისტების მონაცემებით, 136-დან 1300-მდე მერყეობს. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებას. გაეროს უშიშროების საბჭო ოთხშაბათსვე შეიკრიბა საგანგებო სხდომაზე სირიიდან გავრცელებულ ცნობებზე მოსალაპარაკებლად. უშიშროების საბჭო ქიმიური იარაღით თავდასხმაზე ცნობის დაუყოვნებლივ და მიუკერძოებელი გამოძიებას მიემხრო, მაგრამ მას არ უთქვამს, ეს ამოცანა უნდა დაევალოს თუ არა გაეროს ექსპერტებს, რომლებიც ამჟამად სირიაში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG