Accessibility links

ჩინეთში ასამართლებენ წარსულში გავლენიან პარტიულ ფუნქციონერს


ჩინეთში იმართება წარსულში გავლენიანი ოფიციალური პირის, ბო სილაის სასამართლო პროცესი. საქმე ეხება ბოლო პერიოდში კომუნისტური ელიტის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენლის გასამართლებას. ბო სილაის წაყენებული აქვს კორუფციის, ფულის გაფლანგვისა და ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებები. მისი საქმის განხილვა ხუთშაბათს დაიწყო აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ინანის სასამართლოში. წარსულში ბო სილაი კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრობის კანდიდატად განიხილებოდა. მის კარიერას ბოლო მოეღო 2011 წელს ჩინეთში ბრიტანელი ბიზნესმენის, ნილ ჰეივუდის მკვლელობის შემდეგ. მკვლელობაში ბო სილაის ცოლი სცნეს დამნაშავედ.
XS
SM
MD
LG