Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციის გზაზე


აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, ჩაკ ჰეიგელთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მიიღო „ყველანაირი გარანტია იმისა, რომ საქართველოს დეოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის საკითხები მუდმივად იქნება აშშ-ისა და რუსეთის დიალოგის ნაწილი, სანამ რუსეთის ფედერაცია არ შეეგუება იმას, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს“. ოთხშაბათსვე, ვაშინგტონში, ალასანია შეხვდა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს ხელმძღვანელს და იმყოფებოდა ეროვნული თავდაცვისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტებში. ალასანიასთან ერთად აშშ-ში იმყოფება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძე.
XS
SM
MD
LG