Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იბერია TV“ მზად არის, განიხილოს „მე-9 არხის“ ჟურნალისტების მიღების შესაძლებლობა


ტელეკომპანია „იბერია TV“ მზად არის, განიხილოს ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჟურნალისტებისა და ტექნიკური რესურსის მიღების შესაძლებლობა. მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად მიმდინარეობს „იბერიისთვის“ 2004 წელს ჩამორთმეული სამაუწყებლო ლიცენზიის დაბრუნების პროცესი და ტელეკომპანია მაუწყებლობის აღდგენას გეგმავს. „იბერია TV“-ის დამფუძნებლები გამოთქვამენ სურვილს, რომ „ქართულ სამაუწყებლო სივრცეს დაუბრუნდეს კიდევ ერთი დამოუკიდებელი და კვალიფიციური ჟურნალისტებით დაკომპლექტებული ტელეკომპანია და მზად არიან, განიხილონ „მე-9 არხის“ ჟურნალისტებისა და ტექნიკური რესურსის მიღების შესაძლებლობა.“
XS
SM
MD
LG