Accessibility links

logo-print

ნაციონალური მოძრაობის წევრი "მედიის გადანაწილების ახალ სქემაზე" საუბრობს


ტელეკომპანია „მე-9 არხის“ დახურვას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების მიერ მედიის გადანაწილების ახალი სქემის არსებობას უკავშირებს. დღეს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე ამ პარტიიდან პარლამენტის წევრად არჩეულმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ „მე-9 არხის“ პროექტის წარუმატებლობის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქმნის ტელეკომპანია „იმედის“ გაძლიერების სქემას. ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ქართულ მედიასივრცეში ბოლო ხანს დაწყებული გადანაწილების პროცესის საბოლოო მიზანია, მთელი მედიასივრცე პირადად ბიძინა ივანიშვილის სრულ კონტროლს დაუქვემდებაროს.
XS
SM
MD
LG