Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ ისრაელს რაკეტები ესროლეს


ისრაელის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ამ ქვეყანას რაკეტები დაუშინეს სამხრეთ ლიბანიდან. სამხედროების ინფორმაციით, ანტისარაკეტო გადამტაცმა სისტემამ ერთ-ერთი რაკეტა ჩამოაგდო, ხოლო ორი-სამი რაკეტა ისრაელის ტერიტორიასთან ჩავარდა. ისრაელის ტელევიზიამ აჩვენა მსუბუქად დაზიანებული ქუჩა და ავტომანქანა ჩრდილოეთ ისრაელის ერთ-ერთ დასახლებაში. სამხედროების განმარტებით, ზარალი, როგორც ჩანს, ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევებმა გამოიწვია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG