Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბეირუთთან საპასუხო დარტყმები განახორციელეს


ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ბეირუთის სამხრეთით, იტყობინება ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. დარტყმის განხორციელების მიზანს წარმოადგენდა ტერორისტებისათვის ერთ-ერთი საყრდენი პუნქტის განადგურება, რომელიც ბეირუთსა და სიდონს შორის მდებარეობს. ისრაელის შეიარაღებული ოპერაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც წინა დღეს, ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის მხარეს გაშვებულ იქნა ოთხი რაკეტა. როგორც ისრაელის სამხედროები აცხადებენ, არცერთი რაკეტა ისრაელის ტერიტორიაზე არ ჩამოვარდნილა. ამასთანავე მათივე განცხადებით, ერთ-ერთი რაკეტა მათ უვნებელყვეს ანტისარაკეტო სისტემით.
XS
SM
MD
LG