Accessibility links

logo-print

ინდოეთში მორიგი ჯგუფური გაუპატიურება მოხდა


ინდორეთში, ქალაქ ბომბეიში, ხუთმა კაცმა გააუპატიურა 23 წლის ფოტოჟურნალისტი, მისი თანმხლები პირი კი სასტიკად სცემა. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიცია ირწმუნება, რომ ამ დროისათვის დაკავებულია 16 ეჭვმიტანილი. თავდასხმა მოხდა მიტოვებულ სამკერვალო ფაბრიკასთან, სადაც ჟურნალისტი გაზეთისთვის ფოტოებს იღებდა. დეკემბერში ჯგუფურ გაუპატიურებას, დელიში ემსხვერპლა 23 წლის ქალი, რასაც ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა საპროტესტო აქციები მოთხოვნით, გამკაცრებულიყო კანონი მოძალადეების მიმართ.
XS
SM
MD
LG