Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სირიიდან დევნილი ბავშვების რიცხვმა „სამარცხვინო ნიშნულს“ მიაღწია


გაეროს ლტოლვილებისა და ბავშვების საკითხების სააგენტომ, უნისეფმა აცხადებს, რომ სირიაში დევნილი ბავშვების რიცხვმა „სამარცხვინო ნიშნულს,“ ერთ მილიონს მიაღწია. უნისეფი ასევე აცხადებს, რომ 2 მილიონამდე ბავშვი ირიცხება სირიის ტერიტორიაზე გადაადგილებულ პირთა სიაში - ანუ იმ ადამიანების სიაში, რომელთაც მოუწიათ საკუთარი სახლების დატოვება, მაგრამ ჯერ არ გადაუკვეთიათ სირიის საზღვარი. გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ სირიიდან დევნილთა ნახევარს სწორედ ბავშვები წარმოადგენენ, მათი სამი მეოთხედი კი 11 წლამდე ასაკისაა.
XS
SM
MD
LG