Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის ცსკ-ის თავმჯდომარის პოსტზე არასამთავრობოების კანდიდატი წარადგინოს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთანხმებული კანდიდატი წარადგინოს. ამასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება პრეზიდენტის ფეისბუკის-ის საიტზე გამოქვეყნდა. "საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად წარადგენს პრეზიდენტი. „მინდა განვაცხადო, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის, სურვილიც და ვალდებულებაც არის კონსულტაციების პროცესი გაიმართოს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით, რომლებსაც აქვთ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების გამოცდილება და საზოგადოების ნდობა. მინდა პირდაპირ შევთავაზო სამართლიან არჩევნებს - ნინო ლომჯარიას, საერთაშორისო გამჭვირვალობას - ეკა გიგაურს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას - კახა კოჟორიძეს, მზად ვარ წარვადგინო პირადად ნებისმიერი თქვენგანის კანდიდატურა ან ნებისმიერი პირი, რომელიც თქვენს ერთიან, შეთანხმებულ კანდიდატად იქნება წარმოდგენილი", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ის მზად არის მომავალ კვირაში, ყოფილი თავმჯდომარის გადადგომის კანონიერად ძალაში შესვლის შემდეგ, გამართოს კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან.
XS
SM
MD
LG