Accessibility links

logo-print

ბან კი-მუნი: სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი სირიის მთავრობას მოუწოდებს გაეროს გამომძიებლებთან თანამშრომლობისაკენ, მიმდინარე კვირაში დამასკთან ქიმიური იარაღით თავდასხმის ბრალდებასთან დაკავშირებით. ბან კი-მუნმა პარასკევს სამხრეთ კორეაში ვიზიტისას გააკეთა განცხადება სირიის კონფლიქტზე: „ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება - ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერ გარემოებებში - დაარღვევდა საერთაშორისო სამართალს. კაცობრიობის წინააღმდეგ ასეთ დანაშაულს სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა ბოროტმოქმედთათვის“, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ამასობაში, გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მილიონს მიაღწია ბავშვების რიცხვმა, ვისაც სამოქალაქო ომმა აიძულა სირიიდან გაქცევა. სულ, სავარაუდოდ, ორი მილიონი ადამიანია გაქცეული სირიიდან, 2,5 წლის წინ ომის დაწყების შემდეგ. გაეროს ბავშვთა ფონდის, უნისეფის და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, სირიაში ადილნაცვალ პირად ითვლება კიდევ ორ მილიონამდე მცირეწლოვანი.
XS
SM
MD
LG