Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადიდებულ მდინარე ამურში წყლის დონემ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია


რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხაბაროვსკის გარშემო წყალდიდობის მასშტაბი იზრება. როგორც იუწყებიან, მატულობს წყლის დონე მდინარე ამურში და სინოპტიკოსების ვარაუდით, ძლიერი წვიმები კიდევ ორი დღე გაგრძელდება. პარასკევს წყლის დონემ ხაბაროვსკში 718 სანტიმეტრს მიაღწია, რაც თითქმის 80 სანტიმეტრით აღემატება 1898 წლის სარეკორდო მაჩვენებელს. რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, წყალდიდობით დაზარალებული რეგიონიდან ამ დროისთვის ევაკუირებულია 23 000-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG