Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალიფორნიაში ხანძარი ათასობით საცხოვრებელ სახლს უქმნის საფრთხეს


კალიფორნიაში, იოსემიტის ნაციონალურ პარკში მძვინვარე ხანძარი კონტროლს აღარ ექვემდებარება და ის ათასობით საცხოვრებელ სახლს უქმნის საფრთხეს, განაცხადა შტატის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა. ამ დროისათვის ხანძარს მოცული აქვს ტყის 200 კვადრატული კილომეტრი. შტატში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. ცეცხლს 1300 სახანძრო ბრიგადა ებრძვის. მაგრამ რთული რელიეფური მდებარეობის გამო მათ მხოლოდ ცეცხლის უმნიშვნელო ნაწილის ჩაქრობა მოახერხეს.
XS
SM
MD
LG