Accessibility links

პლანეტის ყველაზე დიდი რადიოტელესკოპის თანამშრომლები გაიფიცნენ


მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპის, „ალმას“ 2000-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების 15%-ით გაზრდასა და მაღალმთიან რაიონში იზოლირებულად მუშაობის გამო დამატებით კომპენსაციას მოითხოვენ. პლანეტის ყველაზე დიდი რადიოტელესკოპი ჩილეს ჩრდილოეთში, ზღვის დონიდან 5000 მეტრზე, ატაკამას უდაბნოში, მდებარეობს. ობსერვატორიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გაფიცვა არ შეუშლის ხელს საბაზისო დაკვირვებების განხორციელებას. ობსერვატორიის მუშაობა, რომელიც „დიდი აფეთქების“ შედეგების გამოკვლევისთვის არის შექმნილი, ფინანსდება ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, იაპონისაა და ტაივანის მიერ.
XS
SM
MD
LG