Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ოპოზიციამ პრეზიდენტობის ალტერნატიული კანდიდატი დაასახელა


აზერბაიჯანში ოპოზიციამ პრეზიდენტობის ალტერნატიული საერთო კანდიდატი დაასახელა. დემოკრატიულ ძალთა ეროვნულმა საბჭომ პარასკევს ბაქოში გამართულ შეკრებაზე აირჩია 69 წლის კამილ ჰასანლი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩაენაცვლოს ოპოზიციის მიერ უფრო ადრე დასახელებულ საერთო კანდიდატს, რუსტამ იბრაგიმბეკოვს. 74 წლის იბრაგიმბეკოვი - ცნობილი სცენარისტი, რომელიც ოსკარის ლაურეატიც არის - კვლავინდებურად რჩება ოპოზიციის სასურველ კანდიდატად. მაგრამ ის ამჟამად უცხოეთში იმყოფება, რათა მოაგვაროს ორმაგი მოქალაქეობის პრობლემა, რომელიც ხელს უშლის აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში. რაც შეეხება კამილ ჰასანლის, ის აზერბაიჯანში ცნობილი ისტორიკოსი და ყოფილი პარლამენტარია. ალტერნატიულ კანდიდატად მისი დასახელების ინიციატივით იბრაგიმბეკოვი გამოვიდა.
XS
SM
MD
LG