Accessibility links

logo-print

ობამა ეროვნული უშიშროების უწყებას სირიის შესახებ სალაპარაკოდ შეხვდება


თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა დღეს შეხვედრას გამართავს ეროვნული უშიშროების საკითხებში თავის მრჩევლებთან, რათა სირიასთან მიმართებით შესაძლო ნაბიჯები განიხილოს. შეხვედრის ფონია ცნობები იმის შესახებ, რომ სირიის მთავრობამ ოთხშაბათს დამასკთან ახლოს ტოქსიკური გაზით განახორციელა თავდასხმა. თეთრი სახლის წარმომადგენელი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ვაშინგტონს სამოქმედოდ ბევრი შესაძლებლობა აქვს. ამავე განცხადების თანახმად, ობამამ სადაზვერვო უწყებებს დაავალა ფაქტების და მტკიცებულებების მოპოვება, რათა დადგინდეს, გამოიყენა თუ არა სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი. CNN-ზე პარასკევს ნაჩვენებ ინტერვიუში ობამა ამბობს, რომ ცნობების დამტკიცების შემთხვევაში ვითარება „ამერიკის ყურადღებას“ მოითხოვს. სირიის ოპოზიციის ძალები აცხადებენ, რომ თავდასხმას ემსხვერპლა 500-დან 1,300 ადამიანამდე. სირიის მთავრობა ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG