Accessibility links

logo-print

კარზაი: ქაბული არ ჩქარობს უსაფრთხოების ხელშეკრულების გაფორმებას


ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის თანახმად, ქაბულს არ ეჩქარება ვაშინგტონთან იმ სამხედრო ხელშეკრულების გაფორმება, რომელმაც ავღანეთში 2014 წლის შემდეგ უცხოეთის სამხედრო ძალების ყოფნის პირობები უნდა განსაზღვროს. კარზაიმ შაბათს განაცხადა, თუ ეს ხელშეკრულება პრეზიდენტის პოსტზე ჩემი ყოფნის დროს არ გაფორმდება, მაშინ შემდეგი პრეზიდენტი გამართავს მოლაპარაკებას იმის თაობაზე, დათანხმდეს თუ არა ამ დოკუმენტსო. აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა მარტინ დემპსიმ ივლისში გამოთქვა იმედი, რომ ხელშეკრულება ოქტომბრისთვის გაფორმდებოდა. დემპსის თქმით, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე შესაძლოა ამერიკის მთელ ძალებს მოუწიოთ ავღანეთის დატოვება და იქ არავინ დარჩება ავღანეთის ძალებისთვის წვრთნების ჩასატარებლად და დახმარების გასაწევად. კარზაიმ ამ თემაზე მოლაპარაკება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ვაშინგტონმა და პაკისტანმა ივნისში მხარი დაუჭირეს თალიბანის ოფისის გახსნას ყატარში.
XS
SM
MD
LG