Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის წარმომადგენელი უარს აცხადებს პაკისტანის მთავრობასთან მოლაპარაკებაზე


პაკისტანის თალიბანის, იგივე თაჰრიკ-ე-თალიბანის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს გასამხედროებული დაჯგუფება არ გამართავს მოლაპარაკებას ისლამაბადში განთავსებულ მთავრობასთან. როგორც ამ პირმა, შაჰიდულა შაჰიდმა შაბათს ტელეფონით უთხრა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს, ჯგუფი უარით პასუხობს პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის წინადადებას სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვაზე. შაჰიდმა პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულა ძალის გამოყენების შესახებ მუქარის გამოთქმაში იმ შემთხვევაში, თუ თალიბანი არ გამოცხადდება მოლაპარაკების მაგიდასთან. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ ტერორიზმი პაკისტანს „ეგზისტენციურ საფრთხეს“ უქმნის. თუმცა დასძინა, მზად ვარ დიალოგისთვის „ყველა იმ ელემენტთან, რომლებმაც, სამწუხაროდ, ექსტრემიზმის გზა აირჩიესო“.
XS
SM
MD
LG