Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი გმობს სირიაში „ქიმიური იარაღის გამოყენებას“


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ საჯაროდ პირველად აღიარა ის, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებამ ადამიანების სიკვდილი და დაშავება მოიტანა. ირანის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ როჰანის სიტყვებს, რომ თეირანი „სრულად და ძლიერად“ გმობს ქიმიური იარაღის გამოყენებას. თუმცა როჰანი არ აკონკრეტებს, ვის მიერ იქნა ეს იარაღი გამოყენებული. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნათქვამი აქვს, რომ თუ ეს თავდასხმა დადასტურდება, პასუხისმგებლობა მეამბოხეებს უნდა დაეკისროს. ირანი სირიის მთავრობის მნიშვნელოვანი მოკავშირეა. სირიის ოპოზიცია აცხადებს, რომ დამასკთან ახლოს, ოთხშაბათს, გაზით განხორციელებულ იერიშს 500-დან 1,300-მდე ადამიანი შეეწირა. ოპოზიცია თავდასხმაში მთავრობას ადანაშაულებს, თუმცა მთავრობა ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG