Accessibility links

logo-print

ირანი: ქიმიური იარაღი სირიელმა მეამბოხეებმა გამოიყენეს


ირანის მთავრობის განცხადებით, არსებობს „მტკიცებულება“, რომ სირიაში ქიმიური იარაღი მეამბოხეებმა გამოიყენეს, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. სააგენტო „ისნა“ ავრცელებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის, აბას არაქჩის სიტყვებს - „არის მტკიცებულება, რომ ეს ქმედება ტერორისტულმა ჯგუფებმა განახორციელეს“. არაქჩის დეტალები არ დაუკონკრეტებია. ამ განცხადებების ფონია გავრცელებული ცნობები, რომ ოთხშაბათს დამასკთან ახლოს ტოქსიკური გაზით იერიში განახორციელა სირიის მთავრობამ - რომელსაც თეირანი მხარს უჭერს. დამასკი თავდასხმის მოწყობას მეამბოხეებს აბრალებს, თუმცა მეამბოხეები ბრალდებას უარყოფენ. დღეს უფრო ადრე ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ საჯაროდ აღიარა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი, მაგრამ არ უთქვამს ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. როჰანიმ დასძინა, რომ ირანი - რომელსაც ერაყთან 1980-1988 წლების ომის დროს თავად აქვს გამოცდილი ქიმიური იარაღით თავდასხმები - „სრულად და ძლიერად გმობს ქიმიური იარაღის გამოყენებას“.
XS
SM
MD
LG