Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა და კამერონი სირიასთან მიმართებით რეაგირების ფორმებს განიხილავენ


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დავიდ კამერონი აცხადებენ, რომ „ღრმად შეშფოთებულნი“ არიან და რეაგირების შესაძლო ფორმებს განიხილავენ იმ ცნობებთან მიმართებით, რომ სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. ობამამ შაბათს გამართა შეხვედრა თავის მრჩევლებთან და კამერონს ტელეფონით ელაპარაკა. აშშ აცხადებს, რომ სირიაში ოთხშაბათს მომხდარი შემთხვევის გამოძიება გრძელდება. სირიის მთავრობა უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და ამაში მეამბოხეებს ადანაშაულებს. საქველმოქმედო სამედიცინო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ დამასკთან ახლოს საავადმყოფოებში 355 ადამიანი დაიღუპა და 3,600-მდე პაციენტს აღენიშნებოდა „ნეიროტოქსიკური“ სიმპტომები ამ თავდასხმასთან კავშირით.
XS
SM
MD
LG