Accessibility links

რუსეთში პოლიციამ დემონსტრანტები დააკავა


მოსკოვის პოლიციამ დააკავა 10 აქტივისტი, რომლებიც ცდილობდნენ აღენიშნათ 1968 წელს წითელ მოედანზე გამართული, საბჭოთა ჯარების მიერ ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის საწინააღმდეგო აქციის 45-ე წლისთავი. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, აქტივისტები წითელ მოედანზე შეიკრიბნენ და ხელში ეკავათ დიდი პლაკატი წარწერით „თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის“ - ეს ლოზუნგი 1968 წელს გამოიყენეს დემონსტრანტებმა. მაგრამ პოლიციამ აქცია მალე დაშალა და განაცხადა, რომ წითელ მოედანზე აქციების ჩატარება აკრძალულია. აქტივისტებს შორის იყო ცნობილი უფლებადამცველი ნატალია გორბანევსკაია, რომელმაც 1968 წლის აქციაშიც მიიღო მონაწილეობა. როგორც იუწყებიან, გორბანევსკაია დაკავებულებს შორის არ არის. გორბანევსკაიამ, რომელიც ამჟამად 77 წლის არის, ორი წელი გაატარა საბჭოთა კავშირის ფსიქიატრიულ ციხეში, 1968 წელს ამ დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღების გამო.
XS
SM
MD
LG