Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში გადაიდო მუბარაქის და ბადიეს სასამართლო პროცესები


კაიროში გადაიდო ორი პარალელური სასამართლო პროცესი, რომლებზეც 2011 და 2013 წლების საპროტესტო აქციებზე ხალხის დახოცვის შემთხვევების ირგვლივ ასამართლებენ დამხობილ ლიდერს, ჰოსნი მუბარაქს და მუსლიმთა საძმოს ერთ-ერთ ლიდერს, მუჰამად ბადიეს. მუბარაქს ბრალად ის ედება, რომ ვერ აღკვეთა 800-ზე მეტი დემონსტრანტის დახოცვა 2011 წლის ამბოხების დროს - რომელსაც საბოლოოდ მისი რეჟიმის დამხობა მოჰყვა. მუბარაქი სამი დღის წინ ციხიდან გაუშვეს და შინაპატიმრობაში მოათავსეს. მისი სასამართლო პროცესი 14 სექტემბრამდე გადაიდო. პარალელურად, დღეს უნდა დაწყებულიყო მუსლიმთა საძმოს ერთ-ერთი ლიდერის, მუჰამად ბადიეს და მისი მოკავშირეების პროცესი, თუმცა ის ოქტომბრამდე გადაიდო უსაფრთხოების მოსაზრებების გამო. ამ პირებს ბრალად წაუყენებენ ძალადობის გაღვივებას ანტი-ისლამისტი დემონსტრანტების წინააღმდეგ იმ პერიოდში, სანამ არმია ისლამისტ პრეზიდენტს, მუჰამედ მურსის 3 ივლისს პოსტიდან გადააყენებდა.
XS
SM
MD
LG