Accessibility links

ბომბეიში დააკავეს ჯგუფურ გაუპატიურებაში ხუთივე ეჭვმიტანილი


ინდოეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულია ხუთივე პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ბომბეიში ქალი ფოტოჟურნალისტის ჯგუფურ გაუპატიურებაში. ოთხი მათგანი ბომბეიშივე დააკავეს, მეხუთე ეჭვმიტანილი კი დღეს დააპატიმრეს დელიში. მამაკაცები ეჭვმიტანილნი არიან 22 წლის მსხვერპლის რამდენჯერმე გაუპატიურებაში მიტოვებულ შენობაში, მას შემდეგ რაც მსხვერპლის მამაკაცი კოლეგა დააბეს და სცემეს. ქალი მრავალი დაზიანებით საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ემუქრება თავისუფლების აღკვეთა. ხანგრძლივი სასჯელი ნაწილია მკაცრი კანონისა, რომელიც ახლახან შემოიღეს, გასული წლის დეკემბერში დელიში მომხდარი გაუპატიურების სასტიკი შემთხვევის პასუხად. შარშანდელი თავდასხმის მსხვერპლი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახლახან ბომბეიში მომხდარმა თავდასხმამ ინდოეთის საზოგადოებაში განაახლა მწვავე დისკუსია ქალების უსაფრთხოების შესახებ.
XS
SM
MD
LG