Accessibility links

იუწყებიან, რომ დააკავეს ალექსეი ნავალნი


გავრცელებული ცნობებით, მოსკოვში წინასაარჩევნო კამპანიისას დააკავეს ამ ქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი. მისმა პრეს-მდივანმა, ანა ვედუტამ ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ ოპოზიციონერი დააკავეს მოსკოვის სოკოლნიკის უბანში. ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები და ვიდეო, რომლებზეც ასახულია ნავალნი - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი - რომელიც პოლიციის მანქანის მიმართულებით მიჰყავთ. ხუთშაბათს მოსკოვის საქალაქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ვალენტინ გორბუნოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური პირები ნავალნის საარჩევნო კამპანიის დროს დაშვებულ დარღვევებს იძიებენ. დარღვევების დამტკიცების შემთხვევაში, ნავალნი დისკვალიფიცირებული იქნება 8 სექტემბრის კენჭისყრიდან. გასულ თვეში ნავალნის ხუთი წლით მიესაჯა პატიმრობა მას შემდეგ, რაც გაფლანგვაში სცნეს დამნაშავედ - თუმცა შემდეგ ის სააპელაციო პროცედურების ამოწურვამდე გამოუშვეს. ნავალნი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკურადაა მოტივირებული.
XS
SM
MD
LG