Accessibility links

logo-print

ცოტა ხნით დააკავეს ალექსეი ნავალნი


მოსკოვში პოლიციამ ცოტა ხნით დააკავა ოპოზიციის ლიდერი და ამ ქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, ალექსეი ნავალნი. დაკავება მოხდა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიების შემდეგ, სოკოლნიკის უბანში. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია ნავალნი - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი - რომელიც პოლიციის მანქანის მიმართულებით მიჰყავთ. პოლიციის პრეს-მდივნის ცნობით, ნავალნი პოლიციაში „მიიწვიეს“, რათა მას განმარტება მიეცა „მასობრივ ღონისძიებებზე კანონმდებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დარღვევების შესახებ". თუმცა მოგვიანებით გაანთავისუფლეს. ხუთშაბათს მოსკოვის საქალაქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ვალენტინ გორბუნოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური პირები ნავალნის საარჩევნო კამპანიის დროს დაშვებულ დარღვევებს იძიებენ. დარღვევების დამტკიცების შემთხვევაში, ნავალნი დისკვალიფიცირებული იქნება 8 სექტემბრის კენჭისყრიდან. გასულ თვეში ნავალნის ხუთი წლით მიესაჯა პატიმრობა მას შემდეგ, რაც გაფლანგვაში სცნეს დამნაშავედ - თუმცა შემდეგ ის სააპელაციო პროცედურების ამოწურვამდე გამოუშვეს. ნავალნი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკურადაა მოტივირებული.
XS
SM
MD
LG