Accessibility links

logo-print

საქართველოში 28 401 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა


2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით თანახმად, 41 936 აბიტურიენტიდან სტუდენტი გახდა 28 401. სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მოაქვს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის სიტყვები - რომ წინა წლებთან შედარებით წელს ყველაზე ბევრი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, რადგან უწინ მათი რაოდენობა 24,000-მდე იყო ხოლმე.
XS
SM
MD
LG