Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სისხლიანი თავდასხმები მოხდა


ერაყის ოფიციალური პირების ცნობით, ბაღდადში და ქვეყნის ჩრდილოეთში დღეს მომხდარ თავდასხმებს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბაღდადში და მის შემოგარენში აფეთქდა ორი დანაღმული მანქანა და გზაზე დამონტაჟებული ერთი ბომბი, რასაც 9 ადამიანი შეეწირა. სისხლიანი თავდასხმა მოხდა ბაყუბაში, ბაღდადიდან ჩრდილოეთით, 60 კილომენტრის მოშორებით - იქ ოთხი ბომბი აფეთქდა, რასაც ცხრა ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ქალაქ ბალადთან ახლოს მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ იმსხვერპლა ხუთი ადამიანი. მოსულში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს სამხედროების მანქანას და ხუთი ჯარისკაცი დახოცეს. ქვეყნის ჩრდილოეთში კიდევ სამი თავდასხმა მოხდა, რასაც ერთი სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი შეეწირა. მიმდინარე წელს ერაყში მნიშვნელოვნად მოიმატა ძალადობის შემთხვევებმა. წლის დასაწყისის შემდეგ მოკლულ იქნა 3,600-ზე მეტი ადამიანი. ანალიტიკოსების თქმით, ძალადობა უკავშირდება სუნიტი არაბების სიბრაზეს - ისინი თვლიან, რომ მთავრობა, რომელშიც დომინანტურ ძალას შიიტები წარმოადგენენ, მათ ინტერესებს უგულებელყოფს.
XS
SM
MD
LG