Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტები სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ადგილს შეამოწმებენ


გაეროს ქიმიური იარაღის ექსპერტები დღეს სირიაში, დამასკთან ახლოს მოინახულებენ ადგილს, სადაც, გავრცელებული ცნობებით, სირიის მთავრობამ გასულ კვირაში ქიმიური იარაღი გამოიყენა. კვირას გაეროსა და სირიის მთავრობას შორის მიღწეული იყო შეთანხმება გაეროს ექსპერტების დაშვების შესახებ. თუმცა, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება „ძალზე დაგვიანებულია იმისათვის, რომ სარწმუნო იყოს“. მისივე განცხადებით, აშშ-ს „სულ ოდნავ თუ ეპარება ეჭვი“, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალებამ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. რუსეთის გაზეთ „იზვესტიისთვის“ მიცემულ ინტერბვიუში ბაშარ ალ-ასადმა უარყო ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდება და გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ჩარევა მარცხით დასრულდება.
XS
SM
MD
LG