Accessibility links

logo-print

მოსკოვში გაიმართება რუსეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა


უკრაინის პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი დღეს მოსკოვში შეხვდება რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს. შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე იმართება. მოსკოვი ცდილობს უარი ათქმევინოს კიევს ევროკავშირთან სავაჭო შეთანხმების ხელმოწერაზე. სანაცვლოდ კრემლი უკრაინას საბაჟო კავშირში გაწევრიანებას სთავაზობს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ, თუ კიევი ევროკავშირთან შეთანხმებას ხელს მოაწერს, საბაჟო კავშირი მიიღებს „დამცავ ზომებს“. პუტინის განცხადება მოჰყვა რუსეთის საბაჟო სამსახურის მიერ უკრაინიდან იმპორტის შეფერხებას. უკრაინა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და პოლიტიკური ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე იმედოვნებს.
XS
SM
MD
LG