Accessibility links

logo-print

კარზაი პაკისტანის პრემიერს მოუწოდებს სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისაკენ


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი პაკისტანის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფს მოუწოდებს, ყველა ზომას მიმართოს თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშესაწყობად. ისლამაბადში ვიზიტისას, კარზაიმ აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მან და ნავაზ შარიფმა იმსჯელეს, იყო თანამშრომლობა „ტერორიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლაში და სამშვიდობო პროცესის წინსვლა. თავის მხრივ, ნავაზ შარიფმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საერთო გამოწვევებზე და „უზარმაზარ“ შანსებზე, რომლებიც მათი ქვეყნების წინაშე დგას.
XS
SM
MD
LG