Accessibility links

logo-print

ისრაელის უშიშროების ძალებმა სამი პალესტინელი მოკლეს


პალესტინელი ოფიციალური პირებისა და მედიკოსების განცხადებით, ისრაელის უშიშროების ძალებმა სამი პალესტინელი მოკლეს იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარე ლტოლვილთა ბანაკში. ისრაელის პოლიციის ცნობით, უშიშროების ძალების წევრები ორშაბათს შევიდნენ ბანაკში ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი პირის დასაკავებლად, რასაც პალესტინელებთან შეტაკება მოჰყვა. ამ წყაროს ცნობით, პალესტინელები ქვებს და აალებად ყუმბარებს ესროდნენ ისრაელის წარმომადგენლებს, რის შედეგადაც უშიშროების ძალების სამი წევრი დაიჭრა. პალესტინელი ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელის წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, დაიჭრა ათობით ადამიანი. ისრაელის პოლიცია უარყოფს ბრალდებას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ.
XS
SM
MD
LG