Accessibility links

logo-print

ხაბაროვსკთან გრძელდება წყალდიდობით გამოწვეული კრიზისი


რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ქალაქ ხაბაროვსკთან წყალდიდობით გამოწვეული კრიზისი გრძელდება. მდინარე ამურში წყლის დონემ სარეკორდო 730 სანტიმეტრს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, რომლებსაც საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასი ავრცელებს, ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ 185 დასახლება და 570 ათას ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზარალა. ათასობით ადამიანია ევაკუირებული ხაბაორივსკიდან, იაკუტიიდან და ებრაელთა ავტონომიური ოლქიდან. ცნობების თანახმად, საქმე ეხება რუსეთში ბოლო 120 წლის უმძიმეს წყალდიდობას.
XS
SM
MD
LG